top of page

არტ თერაპია

არტ-თერაპია არის ფსიქოთერაპიული მიდგომა, რომელიც იყენებს მხატვრულ აქტივობებს, მათ შორის ხატვასა და თიხის მოდელირებას, როგორც ფსიქოთერაპიისა და რეაბილიტაციის ეფექტურ საშუალებას. შემოქმედებითი პროცესის განმავლობაში ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ გამოხატონ ემოციები, აზრები და შიშები, რაც ხელს უწყობს თვითგამოხატვის განვითარებას და შინაგანი გამოცდილებების გაცნობას.

მეთოდი გამოიყენება ფსიქო-ემოციური და ქცევითი სირთულეების მქონე ბავშვებში, ასევე ხელს უწყობს სტრესის შემცირებას, თვითრეგულაციის უნარების გაძლიერებას და კომუნიკაციის ალტერნატიული ფორმების განვითარებას.

DSC07687.jpg
bottom of page