top of page

ონლაინ თერაპია (ემიგრანტებისთვის - ABA)

ონლაინ ABA (Applied Behavior Analysis) თერაპია წარმოადგენს ქცევითი ინტერვენციის მეთოდს, რომელიც ტარდება დისტანციურად სპეციალური პლატფორმების საშუალებით — ვიდეოზარი, ონლაინ რესურსები და საკომუნიკაციო პროგრამები. მისი შინაარსი სრულად შეესაბამება ქცევითი თერაპიის პრინციპებს, განსხვავება მხოლოდ ონლაინ ფორმატში შეხვედრების ჩატარებაა.

თერაპია მოიცავს:

·        ქცევის შეფასებას და ინდივიდუალური მიზნების დადგენას (Functional Assessment, Individualized Plan)

·        უნარების სწავლების პროგრამებს: კომუნიკაცია, სოციალური უნარები, აკადემიური უნარები, თვითმომსახურება

·        პრობლემური ქცევების მართვის სტრატეგიებს

·        მშობლის ტრენინგსა და მხარდაჭერას (Parent Coaching)

·        პროგრესის მონიტორინგსა და რეგულარულ შეფასებას

უპირატესობები ემიგრანტებისთვის:

·        სერვისი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ქვეყნიდან

·        მშობლების აქტიური ჩართულობა სესიებში, რაც ზრდის შედეგიანობას

·        მომსახურება შესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე

·        კულტურულად მგრძნობიარე მიდგომა ბავშვისა და ოჯახისთვის

დამატებით სარგებელი: ბავშვს შეუძლია მიიღოს ხარისხიანი ქცევითი თერაპია საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, მშობლები აქტიურად მონაწილეობენ პროცესში, რაც ხელს უწყობს უნარების სწრაფ განვითარებას და ყოველდღიურ ცხოვრებაში შედეგის გენერალიზაციას.

bottom of page