
ონლაინ თერაპია (ემიგრანტებისთვის - ABA)
ონლაინ ABA (Applied Behavior Analysis) თერაპია წარმოადგენს ქცევითი ინტერვენციის მეთოდს, რომელიც ტარდება დისტანციურად სპეციალური პლატფორმების საშუალებით — ვიდეოზარი, ონლაინ რესურსები და საკომუნიკაციო პროგრამები. მისი შინაარსი სრულად შეესაბამება ქცევითი თერაპიის პრინციპებს, განსხვავება მხოლოდ ონლაინ ფორმატში შეხვედრების ჩატარებაა.
თერაპია მოიცავს:
· ქცევის შეფასებას და ინდივიდუალური მიზნების დადგენას (Functional Assessment, Individualized Plan)
· უნარების სწავლების პროგრამებს: კომუნიკაცია, სოციალური უნარები, აკადემიური უნარები, თვითმომსახურება
· პრობლემური ქცევების მართვის სტრატეგიებს
· მშობლის ტრენინგსა და მხარდაჭერას (Parent Coaching)
· პროგრესის მონიტორინგსა და რეგულარულ შეფასებას
უპირატესობები ემიგრანტებისთვის:
· სერვისი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ქვეყნიდან
· მშობლების აქტიური ჩართულობა სესიებში, რაც ზრდის შედეგიანობას
· მომსახურება შესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე
· კულტურულად მგრძნობიარე მიდგომა ბავშვისა და ოჯახისთვის
დამატებით სარგებელი: ბავშვს შეუძლია მიიღოს ხარისხიანი ქცევითი თერაპია საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, მშობლები აქტიურად მონაწილეობენ პროცესში, რაც ხელს უწყობს უნარების სწრაფ განვითარებას და ყოველდღიურ ცხოვრებაში შედეგის გენერალიზაციას.